შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბარნაბ კოკელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. მოწაფეობის დროს სასკოლო წარმოდგენებში ღებულობდა მონაწილეობას. 1918-1920წწ. მუშაობდა ქუთაისის თეატრში სცენის თანამშრომლად და პარალელურად სპექტაკლებში ეპიზოდურ როლებს ასრულებდა; 1920-1926წწ. იმავე თეატრის მსახიობი იყო; სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის (1926-1927), ქუთაისის (1927-1930), სოხუმის (1930-1932), თელავის (1932-1933), ქუთაისის (1933-1936), ფოთის (1936-1937), ტყიბულის (1937-1938), ხოლო საბოლოოდ კვლავ ქუთაისის თეატრს დაუბრუნდა (1939). შესრულებული აქვს 80-ზე მეტი როლი. მათგან აღსანიშნავია: ერეკლე (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), არსენა (ალ. ყაზბეგის "არსენა"), კოხტაია (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), დათია (პ. ირეთელის "ქრისტინე"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), სიმონი (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), კაცია მუნჯაძე (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), გიორგი ადამია და გაიოზ ფაღავა (ვ. გუნიას "და-ძმა"), გაბო (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), ფრანცი (ფ. შილერის "ყაჩაღები") და სხვა. 1950 წლიდან შეთავსებით მუშაობდა ქუთაისის კულტურის სახლთან არსებულ და რკინიგზის კლუბთან არსებულ დრამატული წრეების სამხატვრო ხელმძღვანელად. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.10 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |