The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აქვსენტი გიგინეიშვილი

აქვსენტი გიგინეიშვილი
Date of birth:25 December, 1912  (112 years)
Date of death:19??
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გომი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1934 წელს.

მუშაობდა "ზაჰესის" მორიგე ტექნიკოსად, მორიგე ინჟინრად, "ზაჰესის" კასკადის სარემონტო საამქროს უფროსად; 1937 წელს დაინიშნა "საქენერგოს" ენერგომასალებისა და მომარაგების განყოფილების უფროს ინჟინრად; იყო დასავლეთ საქართველოს ელქსელების მთავარი ინჟინერი; 1946-1958წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქქსელმშენის" ქუთაისის N1 და თბილისის N4 სამშენებლო-სამონტჟო უბნების უფროსად; 1958-1964წწ. იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროელმშენის" მმართველის მოადგილე; 1964-1980წწ. კი - ამავე ტრესტის მთავარი ინჟინერი; ხელმძღვანელობდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (უკრაინის კარპატებში, სომხეთში, აზერბაიჯანში, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, ცენტრალურ რუსეთში) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას; მათ შორის აღსანიშნავია 500 კვ. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი "ენგურჰესი-თბილსრესი", 500-კვ ქვესადგური "ზესტაფონი" და სხვა; დიდი წვლილი მიუძღვის ავჭალის ლითონკონსტრუქციების ქარხნის გაფართოებასა და მისი დასახლების მშენებლობაში; მონაწილეობდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამოქალაქო ობიექტის მშენებლობაში; იყო სახელმწიფო ჯილდოების კავალერი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.141; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.76-77

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: