Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჭირაქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1920 წელს. 1922 წელს მუშაობას იწყებს ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში გეოფიზიკური სადგურის უფროსად. პარალელურად 1927 წლიდან მუშაობს კუროტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგედ. აქ იგი აწარმოებდა საქართველოს კურორტების კლიმატური პირობების შესწავლას რეკრეაციული მიზნებისათვის; 1928-1951წწ. შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში და ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ კომიტეტში. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, გორის და ზუგდიდის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია ბახმაროს კლიმატის დეტალური დახასიათება და მისი საკურორტო მნიშვნელობა. 1953 წლიდან მუშაობდა თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო მუშობას კლიმატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. გამოაქვეყნა 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც გაშუქებულია კლიმატოლოგიის მრავალი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხი. იგი არის საქართველოში გამოყენებითი (სატრანსპორტო, სამშენებლო და სამედიცინო) კლიმატოლოგიის ერთერთი ფუძემდებელი. კლიმატოლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1946), დოცენტი (1949). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კურორტ ბახმაროს კლიმატური პირობები", დაიცვა 1936 წელს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.401; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.300-301 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |