Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯონი გიგინეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა კიევის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1975 წელს. 1975-1976წწ. მუშაობდა უკრაინის კვების მრეწველობის საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "უკრპიშეპრომში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1976-1985წწ. ავტომატიზებული მეთოდებით მართვისა და პროექტირების განყოფილების ინჟინრად და უფროს ინჟინრად, შენობა-ნაგებობათა ავტომატიზებული მეთოდებით კვლევისა და პროექტირების ჯგუფის ხელმძრვანელად; 1985-1986წწ. იყო კიევის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის თხელკედლიანი სივრცული კონსტრუქციების ს/კ ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ვ. გლუშკოვის სახელობის კიბერნეტიკის ს/კ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი და ჯგუფის ხელმძრვანელი; 1987-1991წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვის "სამეცნიერო ცენტრში" - ზელენოგრადში; თბილისის ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში "თბილზნიიეპი" - არქიტექტურული და სამშენებლო კიბერნეტიკის კომპლექსური განყოფილების გამგედ, შპს "ბურჯის" კონსტრუქტორად; 1991-1993წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის N90 კათედრაზე; მუშაობს შენობა-ნაგებობათა ავტომატიზებული მეთოდებით კვლევისა და პროექტირების შპს "პროგრესის" დირექტორი და მთავარი კონსტრუქტორია; უშუალოდ მონაწილეობდა უკრაინაში, საქართველოში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, კვიპროსზე და ლაოსში სამოქალაქო, სამრეწველო და კულტურული დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაპროექტებასა და მშენებლობაში; ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას კიევის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს მშენებელ-ინჟინერთა და ინჟინერ-კონსტრუქტორთა საკვალიფიკაციო კურსებზე; გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, დაპატენტებული აქვს 25-ზე მეტი გამოგონება (მათგან 14 ბაზალტის ბოჭკოს წარმოება-გამოყენებას ეხება), არის სამშენებლო-საპროექტო საკითხებზე გამოქვეყნებული 2 წიგნის თანაავტორი; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.141-142 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |