Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაალ ლოლაძე![]()
Biographyმუსიკალურიო განათლება ზესტაფონის მუსიკალურ ტექნიკუმში მიიღო, დაუსწრებლად თბილისის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო კლასი გაიარა, ასევე ტრომბონის დაკვრას დაეუფლა. ოცდაერთი წლის იყო, როდესაც ზესტაფონის სახელმწიფო თეატრის ორკესტრში ტრომბონზე დაიწყო დაკვრა; 1946-1949წწ. იგი თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის ჯაზ-ორკესტრში ტრომბონზე უკრავდა; 1949-1952წწ. იყო მახარაძის რაიონის სახელმწიფო თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე, აგრეთვე ძაფსახვევი ფაბრიკის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი; გუნდის რეპერტუარში უხვად შეიტანა იმერული სიმღერები და გამრავალფეროვნებული რეპერტუარით მრავალი კონცერტი გამართა; ამის შემდეგ ისევ მშობლიურ ზესტაფონში დაბრუნდა და სკოლებში მასწავლებლობას მიჰყო ხელი; ჭიათურაშიც იმუშავა და N36 მაღაროს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს გაუწია ხელმძღვანელობა; შემდეგ ისევ დაბრუნდა ზესტაფონში და 1956 წლიდან რაიონის კულტსახლის საესტრადო ორკესტრს ჩაუდგა სათავეში; ათ წელზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა მშობლიური რაიონის კულტურის სახლის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს. ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.134
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |