The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჭიჭაფორისძე

Date of birth:12??
Date of death:12??
Category:Architect

Biography

XIII საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი, გუდარეხის (ქვემო ქართლი, ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონი) სამონასტრო კომპლექსის წმინდა გიორგის სახელობის მთავარი ტაძრის ამშენებელი. მოხსენიებულია სამხრეთის კარის წარწერაში (მისი სახელი სამშენებლო წარწერაში არ იკითხება, ასოები ჩამოტეხილია). ტაძარი XIII საუკუნის შუა წლებისთვის დამახასიათებელი ძეგლია. იგი ჩუქურთმებით უხვად შემკული ერთნავიანი შენობაა. აღმოსავლეთ ფასადზე ოსტატს უხვად გამოუყენებია იმ დროის გუმბათოვან ეკლესიებში გავრცელებული სქემა - დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი შუა სარკმლის თავზე, მასთან გადაბმული სარკმლის საპირე და მოჩუქურთმებულივე კვადრატები სარკმლის ქვეშ. გუმბათოვანი არქიტექტურის "გავლენას" მოწმობს სამკუთხა ნიშნების მოტივი, რომელიც ერთნავიანი ეკლესიებისათვის უცხოა - სულ ორიოდ შემთხვევაში თუ გვხვდება. ძეგლი კარგ პროფესიულ დონეზეა შესრულებული.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.402


Share: