შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის გიორბელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბზიფი, გაგრის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველი და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს. 1974-1982წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N8 მოძრავ-მექნიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1982-1992წწ. იყო საქართველოს საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო გაერთიანება "საქკოლმშენის" გაგრის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1993-1999წწ. კი შპს "მთის ბროლის" პრეზიდენტი; ხელმძღვანელობდა გაგრის მერძევეობის კომპლექსისა და მთელი მისი საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის, ასევე, მრავალი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტის მშენებლობას ქ. გაგრის ზონაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.142
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |