The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გიორგაძე

გიორგი გიორგაძე
დაბადების თარიღი:17 მაისი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1976 წელს;

ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "ლენზნიეპის" მიზნობრივი ასპირანტირა 1982 წელს.

1976-1979წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; 1979-1982წწ. მუშაობდა ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "ლენზნიეპში", ხოლო 1982-1988წწ. თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "თბილზნიიეპში"; 1988-2016წწ. მუშაობდა სსიპ ტექნოლოგიური განვითარების ფონდში, შპს "არქიმედიაში", თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურში, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში, სახ. საწარმო "ჰაბიტატ ჯორჯიაში" (UN HABITAT), საქართველოს მშენებლობისა და არქიტექტურის სამინისტროში; 2009-2016წწ. ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას; კითხულობდა ლექციებს ილიას უნივერსიტეტში, თელავის უნივერსიტეტში და სასულიერო აკადემია-სემინარიაში; წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში და მონაწილეობდა უცხოურ პროექტებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და სხვა; მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსებსა და ტენდერებში: 1997 წელს UNHCR (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) სამშენებლო ტენდერი ლტოლვილთა დროებითი საცხოვრისის მშენებლობაზე; ქუთაისის ავტოქარხნის დასახლება (I პრემია); 2003 წელს თბილისის მერიის ტენდერი: "ჩუღურეთის წინასაპროექტო ქალაქგეგმარებითი კვლევა" (I ადგილი); მინიჭებული აქვს სპეციალური სტიპენდიები და წოდებები: 2003 წელს სტრატეგიული განვითარების ცენტრის (OSI) სპეციალური სტიპენდია "საჯარო მოხელე კორუფციის წინააღმდეგ".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.143

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - "თბილისზე მზრუნველის" საპატიო წოდება (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია)
    თბილისის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
  • 1987 - საქართველოს მშენებლობის სამინისტროს კონკურსი, III პრემია
  • 1985 - მოსკოვის საერთაშორისო კონკურსი, I პრემია

გააზიარე: