Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ გიორგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო დაუსწრებელი პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს. 1964 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა "საქმონტაჟსპეცმშენის" სპეცსამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" N2 სამონტაჟო სამმართველოში - ზეინკლად, ოსტატად; 1975 წელს იყო N2 საბინაო სამმართველოს ეკონომისტი; 1975-1979წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქსათბურმშენში" - უბნის უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1979-1992წწ. ხელმძღვანელობდა "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" თბოიზოლაციის სამმართველოს; მონაწილეობდა კინდღის, მირიანის, ნორიოსა და გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკების, ღვინის ქარხნების, შინდისის, გორის, კარალეთის, ზუგდიდისა და სხვა სამაცივრე მეურნეობის მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.143-144
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |