The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაზა გიორგობიანი

ზაზა გიორგობიანი
Date of birth:28 August, 1951  (73 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1973 წელს.

1973 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს რესპუბლიკურ გაერთიანება "საქკოლმშენის" საპროექტო ონსტიტუტ "საქკოლმშენპროდუქტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1977 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმთავარსპეცმონტაჟმშენის" სისტემაში, ტრესტ "საქმექანომონტაჟის" სამონტაჟო სამმართველოში მთავარ ინჟინრად; 1996 წლიდან საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი სპეცსამონტაჟო სააქციო საზოგადოება "სარინის" მთავარი ინჟინერია; მისი უშუალო მონაწილეობით აშენებული და საექსპლუატაციოდ გადაცემული ობიექტებიდან აღსანიშნავია: "ბაიკალ-ამურის" რკინიგზის მაგისტრალზე "ნია-გრუზინსკაიას" დასახლების კომპლექსი, ქ. თბილისში არაერთი მნიშვნელოვანი კომუნალური და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი, რუსთავის ცემენტის ქარხნის სრული რეკონსტრუქცია, ქიმიური კომბინატისა და კაპროლაქტამის საწარმოები, საცხოვრებელი კვარტლები ქ. რუსთავში, სპეცსამუშაოები წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაზე და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.147


Share: