The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დემურ გოგელაშვილი

დემურ გოგელაშვილი
Date of birth:25 September, 1942  (82 years)
Category:Architect, Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965-1966წწ. მუშაობდა სოხუმის სალიანდაგო დისტანციაზე - ხიდების უბნის ოსტატად; 1967-1972წწ. აფხაზეთის კომუნალური მეურნეობის სამინისტროში - უფროს ინჟინრად, განყოფილების გამგედ; 1972-1985წწ. სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოს უფროსად, მთავარი არქიტექტორის მოადგილედ, სამშენებლო სამმართველო "მწვანემშენის" უფროსად; 1985-1990წწ. იყო სსრ კავშირის თევზის მრეწველობის სამინისტროს სოხუმის სამშენებლო-სამონტაჟო და გამმართველი სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1990-2006წწ. აფხაზეთის მშენებლობისა და ეკონომიკის სამინისტროების განყოფილების უფროსი; 2006 წლიდა არის ფირმა შპს "იბერიის" უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ინჟინერი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.148


Share: