Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი შანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოჯოლა, ტყიბულის რაიონი. საშუალო ტექნიკური განათლება მიიღო ქუთაისში, აქვე დაამთავრა თეატრი-სტუდია, რომელსაც კ. მარჯანიშვილის ხელმძღვანელობდა. 1927-1929წწ. მუშაობდა ქუთაისის მუსიკალურ ტექნიკუმთან არსებულ პიონერთა ბიურო-კოლექტივის თავმჯდომარედ; ამავე წლებში პარალელურად მუშაობდა მუშა-ახალგაზრდობის თეატრში მსახიობად; 1929-1934წწ. იყო მუსიკალური ტექნიკუმის დირექტორი და პარალელურად აქვე სწავლობდა ვოკალურ განყოფილებაზე; 1934-1936წწ. - კონსერვატორიასთან არსებული მუშფაკის დირექტორის მოადგილე; 1936-1939წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე; 1936-1937წწ. საქართველოს ალკკ თბილისის საქალაქო კომიტეტის სტუდენტი-ახალგაზრდობის განყოფილების გამგე; 1937-1939წწ. ალკკ ცენტრალური კომიტეტის მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელი; 1939-1941წწ. კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურისა და განათლების სექტორის გამგე; 1941-1946წწ. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში; 1946-1952წწ. მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის დირექტორი; 1952-1954წწ. ქუთაისის ოლქის მშრომელთა დეპუტატების საოლქო საბჭოს აღმასკომის ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსი; 1954-1973, 1985-1987წწ. ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრის დირექტორი; 1973-1982წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი-განმკარგულებელი, ხელძღვანელობას უწევდა დამწვარი თეატრის აღდგენით სამუშაოებს; 1982-1985წწ. საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე; 1987 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დ. ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის დირექტორი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.13 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |