Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიშა თევზაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი თეკლათი, სენაკის რაიონი. სწავლობდა ჯერ ბათუმის, შემდეგ ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1911 წელს. სცენაზე პირველად ბათუმის სცენისმოყვარეთა წრეში გამოვიდა. ამ წრეში იმუშავა 1910 წლამდე. ქუთაისში გადმოსვლის შემდეგ ქუთაისის თეატრის დასში მოეწყო თანამშრომლად, ასრულებდა ეპიზოდურ როლებს; 1912 წელს ქ. სენაკში შეადგინა სცენისმოყვარეთა წრე, სადაც 1921 წლამდე მუშაობდა; იყო მსახიობი, რეჟისორი, თეატრის ხელმძღვანელი და სხვა; 1921 წლიდან თეატრს დაშორდა და წლების მანძილზე სხვადასხვა დაწესებულებებში მუშაობდა; 1940 წელს კვლავ სენაკის თეატრს დაუბრუნდა და იქ მოღვაწეობდა 1947 წლამდე; ძირითადად გმირული ხასიათის როლებს ასრულებდა; სულ 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული: ჩიქოვანი (შ. დადიანის "გეგეჭკორი"), ლეონ ბერგი (ი. კეკელიძის "N21 ჯვრით"), არსენა (ა. ყაზბეგის "არსენა"), რევაზი (ა. წერეთლის "პატარა კახი"), ოტია ჯოლია (ვ. გუნიას "და-ძმა"), გიგო (ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი"), გასტონი (დენერის "პარიზელი ბიჭი") და სხვა. დაწერა მოგონება სენაკის თატრზე, რომელიც დაცულია საქართველოს თატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმში. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.13
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |