Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე კაჭკაჭიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. ორწლიანი სამრევლო სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში, რომელიც 1916 წელს დაამთავრა. სცენაზე პირველად 1917 წელს გამოვიდა საჩხერის დრამატული წრის წარმოდგენაში; 1921 წლიდან იყო იმავე წრის რეჟისორი; 1924-1927წწ. სწავლობდა თბილისის სახკინმრეწვთან არსებულ სტუდიაში; 1929 წლამდე მუშაობდა სახკინმრეწვში მსახიობად, სადაც ეპიზოდურ როლებს ასრულებდა; 1928-1933წწ. მუშაობდა ბუხნიკაშვილის მიერ დაარსებულ სატირის, ხოლო 1933-1960წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრებში. 60-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული ქართულ სცენაზე: ნუგზარი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), კუჭატნელი (მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი"), ბენდელიანი (შ. დადიანის, რ. ქორქიას "შემობრუნებული"), ქვაბულიძე (ა. წერეთლის "პატარა კახი"), ამბაკო (გ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), ჯეკი, ალიმი (შ. კუჭავას "ჩვენ გავიმარჯვებთ", "ცისფერი ხალიჩა"), ვანო სტურუა (გ. ნახუცრიშვილის "სიჭაბუკე ბელადისა"), მოლა (გ. ბააზოვის "ჭინჭარი"), იუსოვი (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), კაპულეტი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), გამბო (ო. თუმანიანის "გიქორი") და სხვა. მის კალამს ეკუთვნის ორიგინალური პიესები: "ადელინტე", "პარტიზანები", "გაიდარი", ინსცენირება: "ბაში-აჩუკი", "ჩვენი ადამიანები", "ამბავი ორი ბიჭისა" და სხვა; 1934 წელს შეადგინა მეჩონგურეთა ტრიო და სისტემატურად ეწეოდა საშეფო მუშაობას სხადასხვა ორგანიზაციებში. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.14 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |