The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ გოჩაშვილი

ჯემალ გოჩაშვილი
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1941
გარდაცვ. თარიღი:14 ივლისი, 2010  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხეითი, შიდა ქართლი.

დაამთავრა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის თეატრალური განყოფილება 1965 წელს.

მუშაობა დაიწყო ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის ქართულ დასში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ჯილბერტი (ვ. ჰიუგოს "მარია ტიუდორი"), მორის ჯერალდინი (მაინ რიდის "უთავო მხედარი"), ვახტანგი (ი. ურჯუმელაშვილის "მძახლები"), იეთიმ გურჯი (ო. მამფორიას "იეთიმ გურჯი"), საშა (ვ. სობკოს "შორეული ფანჯრები"), საქუა (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ჯოტო (ი. ჭავჭანიძის "ნისლიანი დღეები"), ბარათაშვილი (გ. ნატროშვილის "მიწაში დამარხული სხივები") და სხვა; გადაღებულია ფილმში: "ომი და ქორწილი" (2010).

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.14; ეროვნული ფილმოგრაფია-     www.geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: