The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი დობორჯგინიძე

აკაკი დობორჯგინიძე
Date of birth:2 March, 1911
Date of death:1984  (at 72 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

1931 წლიდან სოხუმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, 1933-1935წწ. ქუთაისის სახელმწიფო თეატრის, 1935-1936წწ. ბაქოს ქართული თეატრის მსახიობი; 1937 წლიდან სიცოცხლის ბოლო დღემდე ფოთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ეწეოდა სამსახიობო მოღვაწეობას. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ვატა, ქუჩარა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", "ყვარყვარე თუთაბერი"), შმაგა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ბენ-აკიბა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ყარა-იუსუფი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), კულიგინი (ა. ოსტროვსკის "ჭექა-ქუხილი"), ჟორჟ დანდენი, სგანარელი (ჟ. მოლიერის "ჟორჟ დანდენი", "ძალად ექიმი"), სიმონი (დ. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), სულთან ბეგი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ-ალან"), ალმასხანი (ა. წერეთლის "კინტო"), ხიტუ გეგია (ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია"), ავეტიკა (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), კაკუნია (ლ. ჭუბაბრიას "კარგი ამხანაგი"), გრუმიო (შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება"), პეპია (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), ვარლამ დოჭვირი (ვ. გაბესკირიას "უფსკრულთან"), ილიკო (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") კირილე (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), დახუნდარა (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), დობჩინსკი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), დიეგო (ჯ. ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი") და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "არაჩვეულებრივი გამოფენა" (დიმიტრი, 1968), "ბერიკაცები" (1975), "ბათა ქექია (1978), "ყოჩაღ პაპებო" (1981).

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.16; ეროვნული ფილმოგრაფია:        www.geocinema.ge

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: