Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ხუციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1946 წელს ჩააბარა თბილისის ი. ნიკოლაძის სამხატვრო ტექნიკუმში(ფერწერის ფაკულტეტი, მხატვარ შერპილოვის კლასი), დაამთავრა სამხატვრო ტექნიკუმი მხატვარ-ფერმწერის დიპლომით 1951 წელს. 1956-1958წწ. მუშაობდა მხატვარ ი. სუმბათაშვილის სახელოსნოში და პარალელურად მარჯანიშვილის თეატრში შტატგარეშე მხატვარ-დეკორატორად. 1958 წლიდან სიცოცხილის ბოლომდე იყო გორის თეატრის მთავარი მხატვარი. გააფორმა საქართველოს თითქმის ყველა თეატრის მრავალი სპექტაკლი (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, სოხუმი, ჭიათურა, ახალციხე, ტყიბული, ცხინვალის ქართული და ოსური დასები). მისი შემოქმედება მაინც სამი ათეული წლის მანძილზე მჭიდროდაა დაკავშირებული გორის თეატრთან. სადაც გააფორმა 142 სპექტაკლი. მათ შორის აღსანიშნავია: ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებელი", ნ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები", გ. ლესინგის "ემილია გალოტი" (ამ უკანასკნელის ესკიზები ინახება გერმანიაში, გ. ლესინგის სახლ-მუზეუმში), გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი", მ. გორკის "მდაბიონი", ა. ყაზბეგის "მამის მკვლელი", კ. ჩაპეკის "თეთრი სენი", ო. ჩხეიძის "ვისია, ვისი"?, გ. ლორკას "სისხლიანი ქორწილი", ი. გრიშაშვილის "ბაბაჯანას ქოშები", მ. მრევლიშვილის "ზვავი", ო. ჭელიძის "ბუდე მეცხრე სართულზე", დ. კლდიაშვილის "უბედურება" და "მსხვერპლი", ა. პაპაიანის "დიახ, ქვეყანა გადაბრუნდა", ალ. სუმბათაშვილის "ღალატი" და ბოლო ნამუშევარი კ. ლორთქიფანიძისა "მთას დაუბრუნდა მთიელი". 1967-1968წწ. გაიარა მთავარი მხატვრის საკვალიფიკაციო კურსები მოსკოვში. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.10 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |