The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინა ჩოჩიევა

ნინა ჩოჩიევა
Date of birth:2 March, 1916
Date of death:1997  (at 80 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ორტევი, ცხინვალის რაიონი.

1933-1935წწ. სწავლობდა ჯერ შ. რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში; დაამთავრა ლენინგრადის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1941 წელს.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1929 წელს ცხინვალის ოსურ დრამატულ კოლექტივში; 1931 წლიდან მოღვაწეობდა კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ჯადოქარი (დ. ტუაევას "ჯადოქარი"), კოსერხანი, უარდისი, სოფი (ვ. გაგლოევის "თქმულება დედაზე", "ლეგენდა სიყვარულზე", "ოქროს ვაშლი"), ფედოსია (მ. გორკის "უკანასკნელნი"), სმერალდინა (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), ჰერცოგინია (ფ. შილერის "დონ კარლოსი"), ნართა (ი. გოგიჩევის "საყვარელი სიმღერა"), მარტინა (მოლიერის "ძალად ექიმი"), ქაბატო (აქვ. ცაგარელის "ხანუმა"), ხახუცა, სიდედრი (გ. გაჯიევის "სიძე გაიქცა", "სიდედრი"), მუსინი (ა. ბრიტაევის "ორი და"), დიბა, სოფო (მ. გუჩმაზოვის "მგლები", "წინაპართა კერა"), ჩაბა (მ. შავლოხოვის "მაცი") და სხვა. 

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.17; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,.-გვ.1987.-გვ.150; kino-teatr.ru

Awards and Honors

  • 1976 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1957 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: