The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბეგლარ ბეგიჯანოვ-მარტიაშვილი

ბეგლარ ბეგიჯანოვ-მარტიაშვილი
Date of birth:9 March, 1921
Date of death:1993  (at 71 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

1938 წელს თელავის თეატრში პირველად გამოვიდა სცენაზე, სადაც დ. თაქთაქიშვილის პიესაში "ხალხის რჩეული" შეასრულა ასპირანტის როლი, რის შემდეგაც ჩაირიცხა სტაჟიორად. 1941 წლიდან ამავე თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ტიმოთე (ავქ. ცაგარელის "ხანუმა"), გიორგი (ვ. გუნიას "და-ძმა"), მათია (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), მამუკა (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), მილოვზოროვი, კოჟევალოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", "უმზითვო"), ავსანიჩი "მავზონის "კონსტანტინე ზასლონოვი"), სტიოპა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.18

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: