შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალეკო გოგიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით "ჰიდროტექნიკური მშენებლობა" 1956 წელს. 1957წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა " ხრამჰეს - ll"-ის მშენებლობაზე სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს ოსტატად. მუშაობდა სამთო ოსტატად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, მშენებარე ლაჯანურჰესის დირექციის უფროს ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსად (1959), მთავარ ინჟინრად, ენგურჰესის მშენებარე კასკადის დირექციის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად (1961წ.), ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს საწარმოო განყოფილების უფროსად (1964), ენგურჰესის მშენებარე კასკადის დირექტორად (1973). 1979 წელს დაინიშნა "საქმთავარენერგოს" უფროსის მოადგილედ კაპიტალური მშენებლობის დარგში, სადაც იმუშავა სიცოცხლის ბოლომდე. დაჯილდოვებულია: საიუბილეო მედლით " თავდადებული შრომისთვის" (1970), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1982), მიღებული აქვს აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის პირველი ხარისხის დიპლომი " ნიჩბოსნობის განვითარების აქტიური მუშაობისთვის" (1975), საქართველოს სსრ პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის მადლობა შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსის ელექტრომომარაგებისთვის (1983), მრავალი საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.150 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |