Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ გოგიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენელო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. პროფესიული საქმიანობის პერიოდში განვლო ყველა სამსახურებრივი საფეხური მშენებელი ოსტატიდან სამშენებლო გაერთიანებისა და ტრესტის მმართველობამდე; საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა აითვისა საცხოვრებელი სახლების მსხვილპანელიანი ნაკეთობები და აქტიური მონაწილეობა მიიღო ბინათმშენებლობაში მათი გამოყენება-დანერგვის საქმეში (გ. კვიჭიძესთან, გ. გუჯეჯიანთან და გ. ქორქაშვილთან ერთად); იყო თბილისის სახლსაშენი კომბინატის დირექტორი; მისი უშუალო მონაწილეობით აშენდა არაერთი უნიკალური ობიექტი, მათ შორის - ცენტრალური რესპუბლიკური არქივის შენობა, თბილისის სპორტის სასახლე, საქართველოს კულტურული ცენტრი "მზიური" (მოსკოვში, ძველ არბატზე), საქართველოს წარმომადგენლობის სასტუმრო; არის სტუდენტებისა და პრაქტიკოსი მშენებლების დამხმარე სახელმძრვანელოს "მსხვილი ბლოკები და პანელები" ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.150-151 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |