შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ თოდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა. 1946 წელს ქუთაისის თოჯინების თეატრში მუშაობდა. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სცენურ სახეზე მუშაობას, თოჯინის პორტრეტის შესწავლას და მისი შინაგანი სამყაროს გადმოცემას. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გადია (ა. ბელიაშვილის "თეთრი ფინია"), კურდღელი (დ. ჯალაღონიას "ფისუნია"), მანანა (კ. გოგიაშვილის "ბაღნარში"), თინა (კ. გოგიაშვილის "ალუბლები ყვავიან"), ჟანა (გ. ჩიხლაძის "ჩექმებიანი კატა"), ლამაზისეული (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), ასანდა (რ. ქორქიას "მართალი კაცი"), ჯენი (თ. ჩხაიძის "თოჯინების აჯანყება"), დედოფალი (თ. მეტრეველის "მეფის ასული"), ზიზი (დ. წერეთლის "ეშმაკუნები"), პატარძალი (ნ. ელიაშვილის "ქოჩორა") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.12 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |