The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი კუპატაძე

ალექსი კუპატაძე
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1911
გარდაცვ. თარიღი:1982  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თელავის შრომის სკოლა 1926 წელს.

სხვადასხვა წლებში მსახიობად მუშაობდა თელავის (1927-1934), ქუთაისის (1934-1935) თეატრებში; 1935 წლიდან გარდაცვალებამდე თელავის თეატრში მოღვაწეობდა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ყვარყვარე ათაბაგი (გ. ერისთავის "ყვარყვარე ათაბაგი"), ბახუტა, პატარა კახი (აკ. წერეთლის "ბაში აჩუკი" და "პატარა კახი"), სულეიმან ხანი (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), აკმია ხუცურაული (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), გელა (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), აბაშიძე (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), შმაგა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ზასლონოვი (მოვზინის "კონსტანტინე ზასლონოვი"), ფრონდოზო (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), პრეზიდენტი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"), ფიგარო (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), სგანარელი (მოლიერის "ძალად ექიმი"), ტრუფალდინო (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), არტური (ვოინიჩის "კრაზანა") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.21; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.124

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: