Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვანიჩკა საყვარელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1947 წელს. 1947 წელს მიიწვიეს მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში; 1962 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), მირანგულა (ჩიტაიშვილის "მირანგულა"), პერციბინი, ლეშჩი (მ. გორკის "მდაბიონი", "უკანასკნელნი"), მღებავი (მინკოსის "გვარს არ დავასახელებ") და სხვა. გადაღებულია 43 ფილმში. მათ შორის აღსანიშნავია: მკითხავი ფრიდონი ("ხარება და გოგია"), უცნობი ("ყველაზე სწრაფი მსოფლიოში"), საიუველირო მაღაზიის დირექტორი ("ვინ არის მეოთხე"), ბერიკაცი ("უკვდავების თეთრი ვარდი"), ბატონი ("დიდოსტატის მარჯვენა"), ისაკი ("დათა თუთაშხია"), გლეხი ("ამბავი ივანე კოტორაშვილისა"), კიღურაძე ("ციმბირელი პაპა"), მარკშეიდერი ("ცისფერი მთები") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.21 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |