შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალიკო მაზმიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყარაღაჯი, კასპის რაიონი. დაამთავრა თბილისის კიროვის ქარხანასთან არსებული მე-6 სახელოსნო საშუალო სასწავლებელი 1942 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა პლეხანოვის კლუბის დრამატულ დასში (1943-1945), მესხეთის (1945-1948), მარჯანიშვილის (1948-1950), გორის (1950-1956), თბილისის სანკულტურის (1956-1967), მოზარდ მაყურებელთა (1967) თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ისრაფილ ხანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), პოლკოვნიკი (აკ. კერესელიძის "მზვერავები"), ლევანი (ვ. ქელბაქიანის "სევდიანი რომანი"), შალვა (გ. შატბერაშვილის "რკინის პერანგი"), სადგურის უფროსი (ი. მოსაშვილის ''სადგურის უფროსი"), მოურავი, ვანო ფანტიაშვილი (ავქ. ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" და "ხანუმა"), ვალი (უ. აჯიბეკოვის "არშინ მალ ალან"), გოდერძი (ს. მთვარაძის "სახსოვარი"), ოთარი (ლ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა"), გობრონი (კ. კალაძის "სოფლის საამო საღამოები"), ბრიგელა (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), სარგის მთოგველი (გ. ერისთავის "ყვარყვარე ათაბაგი") და სხვა. მარჯანიშვილის თეატრში განასახიერა: ნაცვალი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია") და ბერი ჯიოვანი (შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), გორის თეატრში: აბდულ სადაყი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ხოსიტა (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), ბერდოსანი (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ბალზამინოვი (ა. ოსტროვსკის "ბალზამინოვის ქორწინება"), ჰოფმარშალი (შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), მოსამართლე (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), სოსია (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), ჩობაძე (ვ. კანდელაკის "სარეველა"), კარელ კრატოვი (ბალაბანის, სოშკოს "ასი მილიონი"), ტრუფალდინო (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), თორნიკე ხარატელი (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), ფულერი (ფასტის "ოცდაათი ვერცხლი"); სანკულტურის თეატრში: კალისტრატე (ა. აფხაიძის "იალბუზზე"), რიჩარდი (ა. კრონინის "იუპიტერი იცინის"), კავერინი (ა. გორჩაკოვის "ერთი ოჯახის ისტორია"), ექიმი მაკარიუსი (ს. პოპოვიჩის "უცნაური ავადმყოფი"), სიმონ კოლინი (ა. ფრანსის "მუნჯი ცოლი") და სხვა. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში: ვალოდია (ა. ვოლოდინის "ჩემი უფროსი და"), ზვიდონოვი (აქსიონოვის "კოლეგები"), მოსამართლე (ფ. დიუმანუას, ა. დენერის "დონ სეზარ დე ბაზანი"), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), (ა. ჩხაიძის "როცა მთავრდება ბავშობა") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.15; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.277; georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.456 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |