The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ გოგიჩაიშვილი

გურამ გოგიჩაიშვილი
Date of birth:25 March, 1937  (88 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა ოდესის კვებისა და სამაცივრო მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1965 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1976 წელს.

იყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ბათუმის N30 საგზაო-საექსპლუატაციო უბნის ჯერ ინჟინერი, შემდგომ - სამუშაოთა მწარმოებელი, მთავარი ინჟინერი, საგზაო სამმართველოს საწარმოო განყოფილების უფროსი; 1981 წლიდან მუშაობს საქართველოს გზათა სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის "საქგზამეცნიერების" ბათუმის ტერიტორიული საკონტროლო ლაბორატორიის დირექტორად; მიღებული აქვს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.152

Member of Organizations

  • მეგზევეთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • საქართველოს საპატიო მეგზევე

Share: