Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლო გოგიჩაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1939 წელს და ჩააბარა თბილისის ინდუსტრიულ ინსტიტუტში, საიდანაც სავალდებული სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. თელავის სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიაში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს. მუშაობდა ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" - მშენებლობის ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ მექანიკოსად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1959 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსად; 1960 წლიდან იყო ტრესტ "თბილსპეცმშენის", 1963 წლიდან - საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის", ხოლო 1966 წლიდან - იმავე სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" მმართველი; 1969-1973წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტრესტ "ინჟმშენის" მმართველად; 1973 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1988 წელს - რესპუბლიკური გაერთიანება "საქსამოქალაქომრეწვმშენის" კაპმშენებლობის სამმართველოს უფროსად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.152-153 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |