Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ გოგიჩაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს. 1952 წელს სამუშაოდ განაწესეს ქ. ნიკოლაევში სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ხიდმშენ" N444-ის სისტემაში. თავიდან მუშაობა დაიწყო მშენებელ-ოსტატად, შემდგომ - სამუშაოთა მწარმოებლად; 1957 წელს დაინიშნა "ხიდმშენ 470"-ის ჯერ მთავარ ინჟინრად, 1962 წელს კი - უფროსად; 1972 წელს გადაყვანილ იქნა საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს ყაზახეთისა და შუა აზიის რესპუბლიკების მთავარი გაერთიანების უფროსად; 1981 წლიდან დაინიშნა საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი ისეთი ობიექტების მშენებლობაზე, როგორებიცაა "ბარნაული-ლოკოტიუსტ-კამენოგორსკის" რკინიგზის მაგისტრალი (მანგიშლაკის ოლქში), ერთ-ერთი უდიდესი სარკინიგზო ხიდი მდ. ობზე (ალტაის მხარეში), რომელიც სრულიად ახლებური საინჟინრო ტექნოლოგიებით იქნა აგებული, ასევე, "მაკაუ-აქტაუს" 500 კმ-იანი სარკინიგზო მაგისტრალი და ა.შ.; დაჯილდოვდა ხუთი მედლით, მათ შორის: ბამ-ის მშენებლობისათვის; არაერთგზის იყო არჩეული ყაზახეთის უმაღლესი საბჭოსა და გურიევის საოლქო საბჭოს დეპუტატად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.153 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |