შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის ჭყონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1953 წელს. მუშაობდა მინსკის საავტომობილო ქარხანაში კონსტრუქტორად, ტექნიკური ნაწილის უფროსად, 1953-1975 წლებში კი დირექტორის მოადგილედ სპეცწარმოების დარგში, საწარმოო გაერთიანების "ბელავტომაზი" გენერალური დირექტორის მოადგილედ, 1975-1982 წლებში გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ. 1982 წლიდან გენერალური დირექტორი იყო სამეცნიერო საწარმოს გაერთიანებისა "საქსოფლმანქანა". ინჟინერ-მექანიკოსი, საავტოო და სასოფლო მანქანათმშენებლობის დარგის სპეციალისტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.410 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |