The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ გოგიჩაძე

გურამ გოგიჩაძე
Date of birth:28 June, 1936
Date of death:2007  (at 70 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს.

მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 და N13 სამშენებლო ტრესტებში - მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად; 1974 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1981 წელს გადაიყვანეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1996 წელს დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალირი დაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვისა და განვითარების დეპარტამენტის თავმჯდომარედ, ხოლო 2000 წლიდან - ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ; 2004 წლიდან მუშაობს სს "თბილმრეწვმშენ-3"-ის კომერციულ დირექტორად; 1960-2003წწ. მისი მონაწილეობით საქართველოში 350 ობიექტი აშენდა; მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტი დაჯილდოვდა "საპატიო ნიშნის" ორდენით; მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.153-154; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.293

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და შენობა- ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: