The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მემედ ჭყონია

მემედ ჭყონია
დაბადების თარიღი:1860
გარდაცვ. თარიღი:1940  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქობულეთი, ქობულეთის რაიონი.

ახლო ურთიერთობა ჰქონდა ა. წერეთელთან, ნ. ნიკოლაძესთან, ს. მესხთან, თ. სახოკიასთან და სხვა. თხზავდა სოციალ-პოლიტიკური შრომით, საწესჩვეულებო ლექსებს. პოპულარობით სარგებლობდა მისი პატრიოტული ლექსები, რომლებშიც იგი თანამოძმეებს განუმარტავდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის რეაქციულ ბუნებას. იგი ეწეოდა საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურისა და საგანმანათლებლო იდეების პროპაგანდას, ხელს უწყობდა გამაჰმადიანებულ ქართველებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას. 1918-1920 წლებში აჭარაში უცხოელთა ინტერვენციის დროს განიცდიდა დევნას. საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ უმღეროდა ახალი ცხოვრების მშენებლობას. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე. ხალხური მთქმელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.410; m.facebook.com


გააზიარე: