Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფარსმან სონღულაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიღომი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1948 წელს. 1948- 1965 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1965 წლიდან კი მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მოამბე ( ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), იაკობ გომარელი (ვ. გაბესკირიას "ახალი წლის ღამე"), კლეშჩი (მ. გორკის "ფსკერზე"), ზაქ-ბერიკა, დაუნა (ლ. გოთუას "სამსახეობა რაინდისა" და "მეფე ერეკლე"), გორნოსტაევი (კ. ტრენიოვის "ლიუბოვ იაროვაია"), ყაჩაღი ხოჯა (გ. ნახუცრიშვილის "შაითან ხიხო"), ილია (გ. მდივნის "ვარდო"), დათუნა ჩივაძე (უ. ჩხეიძის "გიორგი სააკაძე"), როდამიშვილი (დ. კლდიაშვილი "ირინეს ბედნიერება"), ირაკლი მექვაბიშვილი (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), პიერო(ა. ოსტროვსკის "ლამაზი მამაკაცი"), არჩილი (კ. ბუაჩიძის "ვარდი ასფურცლოვანი") და სხვ. მსახიობი ასევე გადაღებულია კინოფილმებში: "კეთილი კაცი - "ობოლა" (ერთხელ შაქრიანში)" (1985), "ყვითელი ჩიტი" (1983), "ბერიკაცები" (1975), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (1965), "გამსვლელი პაიკი" (1970), "აბეზარა" (1956), "ქალის ტვირთი" (1957). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.14; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.302 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |