შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ გაფრინდაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭაბუკიანი, ლაგოდეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1946 წელს, ასპირანტურა-ისტორიის სპეციალობით 1949 წელს. 1948-1955 წლებში პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1955-1961 წლებში იყო პარტიულ სამუშაოზე; 1961-1964 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1964 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1983 წლიდან დირექტორის მოადგილე; 1972-1976 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელერადიოკომიტეტში; 1976-1983 წლებში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში კათედრის გამგედ; იყო საქართველოს ისტორიის ნარკვევების ერთ-ერთი ავტორი (მე-4 და მე-5 ტომები), რისთვისაც მიენიჭა სახელმწიფო პრემია. მ. გაფრინდაშვილის უკანასკნელი ნაშრომი "ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორია უძველესი დროიდან მეოცე საუკუნემდე", ხელნაწერის სახით დარჩა და გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ. იკვლევდა ქართული კულტურის, ისტორიის, საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიისა და თეორიის პრობლემებს. მისი სახელი მინიჭებული აქვს სკოლას, სადაც სწავლობდა (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, აფენის N1 საჯარო სკოლა), თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე ერთ-ერთ ქუჩას. ისტორიის დოქტორის ნათელა კაპანაძის მეუღლე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.565 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |