Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხა ხელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახადი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია (ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი). 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და "შეფიცულთა რაზმის" წევრი; 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში. არსებობს ორი ვერსია პოეტის გარდაცვალების შესახებ: პირველი ვერსიით მეგობრის სახლში სტუმრად მისული მიხა ხელაშვილი ვერაგულად მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა სამმა ადამიანმა, 1925 წლის 13 თებერვალს დაახლოებით საღამოს 10 საათზე. მათი გვარ-სახელები ცნობილია; მიკვლეულია ხელაშვილის მკვლელობის დოკუმენტიც (დუშეთის მილიციის უფროსის ჭურღულიას პატაკი); მეორე ვერსიით მიხა დუშეთის მილიციის რაზმთან ბრძოლის დროს დაიღუპა. საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე. ავტორია პოპულარული ლექსისა "ლექსო ამოგთქომ ოხერო", რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ მის მშობლიურ ფშავში. ქართველი სახალხო პოეტი მიხა ხელაშვილი მთავარი გმირია პოემისა "ბოლშევიკურად ჯვარცმულნი". ეს პოემა შესულია კრებულში "მე პოეზიის ანგელოზი მალაპარაკებს" (ავტ. ნოდარ ჟიჟიაშვილი). ეროვნულ არქივში ინახება საეკლესიო ჩანაწერი, სადაც მითითებულია, რომ მიხეილ ხელაშვილი დაბადებულია 1899 წლის 11 დეკემბერს (ძვ.სტ.), ე.ი. იგი ზუსტად დაბადებულია 1899 წლის 23 დეკემბერს. წყარო: burusi.wordpress.com; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.696 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |