The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბერტა ხაფავა

ბერტა ხაფავა
Date of birth:15 May, 1941
Date of death:17 February, 2025  (at 83 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1966 წელს. 

1960 წლიდან მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სცენის თანამშრომლად; 1966 წლიდან იყო გორის თეატრის მსახიობი; 1969 წელს გადმოვიდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კატა (ე. შვარცის "წითელქუდა"), მაია, სიდედრი (დ. კლდიაშვილის "უბედურება" და "ქამუშაძის გაჭირვება"), ქეთინო (ალ. თაბორიძის "დაკარგული დრო"), ბარბარე (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), ილია (ვ. იაქაშვილის "ციხის ხევის საიდუმლო"), თხა (გ. ახვლედიანის "ბაბუა და შვილიშვილი"), კოწია (ა. ჭილაშვილის "აცა-ბაცა"), ტურა (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), რიტა ოსიანინა (ა. ვასილიევის "განთიადი კი აქ წყნარი იყო"), მერი პოპინსი (პ. ტრავერსი "მერი პოპინსი") და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "ნატვრის ხე" (1976), "სამანიშვილის დედინაცვალი" (1977), "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978), "სიყვარული ყველას უნდა" (1980), "არაჩვეულებრივი რეისი" (1982), "ზოგი ჭირი მარგებელია" (1984), "ბებია ყველასათვის" (1986), "ფესვები" (1987), "ორფეოსის სიკვდილი" (1996), "სიყვარული და კარტოფილი" (2003), "დარჩი ჩემთან" (2011), "გრძელი ნათელი დღეები" (2013) და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.29; ეროვნული ფილმოგრაფია -geocinema.ge

Awards and Honors

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: