The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა გაფრინდაშვილი

შოთა გაფრინდაშვილი
Date of birth:27 January, 1916
Date of death:27 March, 1968  (at 52 years)
Category:Linguist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1937 წელს.

სხვადასხვა დროს სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ცხინვალის და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. იყო ქართული ენის კათედრის გამგე, ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიის გამგე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. შოთა გაფრინდაშვილი საქართველოში ექსპერიმენტული ფონეტიკის ერთ-ერთი დამამკვიდრებელია. მან სრულყო წარმოქმნის პროცესისა და სამეტყველო ბგერათა შესწავლის ტრადიციული მეთოდები. პირველმა დანერგა ფონეტიკური კვლევის მრავალი თანამედროვე აპარატული მეთოდი (კინორენტგენოგრაფია, სპექტოგრაფია), წამოიწყო ექსპერიმენტები სამეტყველო ბგერათა ხელოვნური გამიზნული ცვლით. მისი შრომები ეძღვნება ქართველურ ენათა ფონეტიკის საკითხებს: "საწარმოქმნო დაბრკოლებათა რაგვარობის საკითხი ქართულში" (1960), "ხშულმსკდომ თანხმოვანთა კლასიფიკაციისათვის ქართველურ ენებში" (1962) და სხვ. ლაკურ-დარგუულ ენათა ფონეტიკურ და მორფოლოგიურ საკითხებს ეხება შოთა გაფრინდაშვილის 20-მდე ნაშრომი, ხოლო მისი "დარგუული ენის  ფონეტიკა" (1967) მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა შესახებ პირველი მონოგრაფიაა, რომელშიც ენის ბგერითი სისტემა ექსპერიმენტული ფონეტიკის თანამედროვე მეთოდებითაა შესწავლილი. ასეთივე სახის გამოკვლევაა მისი "სპარსული ენის ფონეტიკა" (1964, თანაავტორი ჯ. გიუნაშვილი). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1957). ზოგადი ფონეტიკის, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სპეციალისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.565; ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.106

Bibliography


Share: