შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხანზერიფა გაფრინდაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1945 წელს. 1946-1961 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში. 1961 წლიდან კიბერნეტიკის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ. მისი სამეცნიერო შრომები და გამოგონებები ეხება ოპტიკური მინის, ოპტიკური ბოჭკოს, მინაკრისტალური მასალების ტექნოლოგიისა და მათ ოპტიკურ ელექტრონიკაში გამოყენების საკითხებს. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1985). მიღებული აქვს უკრაინის სახელმეიფო პრემია (1973). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.566 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |