შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი დაამთავრა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება 1954 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1959 წელს. სწავლის პერიოდში მუშაობდა კონსერვატორიასთან არსებულ საოპერო სტუდიაში გუნდის დირიჟორად; კონსერვატორიის დასრულების შემდეგ თბილისის II მუსიკალურ სასწავლებელში გაანაწილეს პედაგოგად; 1960 წელს გაგზავნეს პედაგოგად ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში; ამავე პერიოდში ქუთაისის III მუსიკალური სასწავლებლის დირექტორადაც მუშაობდა; ნიჭიერი ლოტბარი ქუთაისის საავტომობილო ქარხანამ გუნდის ხელმძღვანელად მიიწვია, მაგრამ ამავე დროს მას ასეთივე წინადადებით მასწავლებლის სახლმაც მიმართა; იგი ლოტბარად ქუთაისის საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის მომღერალთა გუნდმაც მიიწვია; ნიჭიერი ახალგაზრდა ჩვეული მონდომებით უძღვებოდა დაკისრებულ მოვალეობას; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 147
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |