The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ ჯაჯანაშვილი

დაბადების თარიღი:31 მაისი, 1911  (113 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თბილისის მესამე საცდელ-საჩვენებელი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში. სხვადასხვა წლებში მსახიობად მუშაობდა რუსთაველის თეატრში (1929-1948), საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში (1948), 1949 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში. მის მიერ შესრულებული 100-მდე როლიდან აღსანიშნავია: ზაირა, ნენო (ს. შანშიაშვილის "ანზორი", "არსენა"), აგრაფინა, გურანდა (შ. დადიანის "გუშინდელნი" და "თეთნულდი"), იადვიგა (ს. კლდიაშვილის "გრაფის ქვრივი"), ცირუ (პ. სამსონიძის "სალტე"), პუპი (გრ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), მარო (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), გულქანი (აკ. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), ანასტასია ვასილიევნა (გ. ნახუცრიშვილის "სიჭაბუკე ბელადისა"), ნუცა (კ. მაჭარაძის "ტყის პირას"), ელიზავეტა დანილოვნა (ვ. დარასელის "კიკვიძე"), გალინა (ალ. რჟევსკისა და ს. კაცის "ოლეკო დუნდიჩი"), ილტანი (ა. გლებოვის "ზაგმუკი"), ანა გრიგორიევნა (ვ. როზოვის "მისი მეგობრები"), ვალია (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), აბიგაილი (ე. სკრიბის "ჭიქა წყალი"), ფენიზა (ლოპე დე ვეგას "სხვებისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი"), ამალია (ფ. შილერის "ყაჩაღები") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.28

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: