შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორია ბერუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის კინომსახიობთა სკოლაში. სხვადასხვა წლებში მსახიობად მუშაობდა: კინოსტუდია "ქართულ ფილმში" (1939-1948), სოხუმის (1950-1951) თეატრში, 1951 წლიდან იყო გორის თეატრის მსახიობი. მის მიერ განხორციელებული როლებიდან აღსანიშნავია: თამარი (გ. შატბერაშვილის "ოქროს გორა"), ლამარა (გ. ქელბაქიანის "შესაფერი ჯილდო"), ციალა (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), თამარი (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), ბაბულო (ვ. კანდელაკის "სარეველა"), ლარისა (ა. ოსტროვსკის "უეცარი სიმდიდრე"), კეკელა (გ. სუნდუკიანის "პეპო") და სხვა. 1948 წელს შეასრულა კაკალას როლი ქართულ ფილმში "ქალი ხიდობნიდან". კინოსტუდიის დუბლიაჟის განყოფილებაში გახმოვანებული აქვს 50-მდე მთავარი როლი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.29 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |