Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუსუდან ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გეგუთი, ქუთაისის მაზრა. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბათუმის სახელმწიფო თეატრში (1931-1932), ბათუმის მუშა-ახალგაზრდობის (1933-1935) და ფოთის სახელმწიფო (1936-1951) თეატრებში; 1951 წლიდან იყო გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ხატიჯე (კ. კალაძის "ხატიჯე"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), იოკასტე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ელენე (მ. გორკის "მზის შვილები"), ოთარაანთ ქვრივი (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), ლიდა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), მართა (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), ტატიანა (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ფეტონია (ა. ოსტროვსკის "უეცარი სიმდიდრე"), შუანეტი (ი. ვაკელის "შამილი"), ლედი მილფორდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ელენე (გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი"), ირინე (ძმ. ტურისა და ლ. შეინინის "გენერალური კონსული") აღათი (გ. ბერძენიშვილის "ჩვენი მიწა"), სუსანა (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.29; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.434 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |