Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯიმშერ მუჯირი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტი 1957 წელს. ინსტიტუტის სწავლის პერიოდში მუშაობდა თბილისის I საშუალო სკოლაში, დირექტორის მოადგილედ მუსიკალური აღზრდის დარგში. მისი ინიციატივით სკოლასთან ჩამოყალიბდა მუსიკალური ჯგუფები. სხვადასხვა წლებში მუშაობს: თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში დირექტორის მოადგილედ(1958-1963); თბილისის სახელმწიფო ფილარმონიაში სამხატვრო საბჭოს პასუხიმგებელ მდივნად და სალიტერატურო ნაწილის გამგედ(1963-1965); ესთეტიკური აღზრდის რესპუბლიკური სამეცნიერო კაბინეტის დირექტორად(1965-1975); განათლების სამინისტროს იდეურ-ზნეობრივი აღზრდის რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის (კაბინეტის) დირექტორად(1975-1977); სახელმწიფო ფილარმონიაში სამმართველოს უფროსად და მთავარ რეჟისორად(1977-1979); პროფტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტში აღმზრდელობითი მუშაობის სამმართველოს უფროსად(1979-1986); ფილარმონიის დირექტორ-განმკარგულებლად(1986-1990). ჯ. მუჯირი თარგმნიდა რუსული ლიტერატურის კლასიკოსთა ნაწარმოებს. 1966 წელს მისი ინიციატივით საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეიქმნა საბჭოთა კავშირში პირველი მხატვრული აღზრდის სახლი. ასევე, მის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს თბილისში ბავშვთა მხატვრული ნამუშევრების მუზეუმის შექმნა. იყო ბავშვთა მხატვრული აღზრდის პედაგოგთა მსოფლიო კონგრესის "ინსეას" რამდენიმე კონგრესის(ორი უნგრეთში და ერთი მოსკოვში) დელეგატი. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.14 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |