The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან გოგლიძე

ლევან გოგლიძე
Date of birth:12 April, 1960  (65 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო მშენებლობის 1981 წელს, ხოლო - ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2006 წელს.

1981 წელს დაიწყო მუშაობა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" ჟინვალის სამშენებლო სამმართველო "ჰიდროელექტრომშენის" ტექნიკურ განყოფილებაში უფროს ინჟინრად და შემდეგ - განყოფილების უფროსად; 1988 წლიდან სამშენებლო გაერთიანება "კავგვირაბმშენის" სისტემაში იყო N25 "საგვირაბო რაზმის" უფროსის მოადგილე, უფროსი; 1991 წელს დაინიშნა რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტო მშენებლობის ტრესტის ახალშექმნილი ორგანიზაციის - N44 "საგვირაბო რაზმის" უფროსად; 1993 წელს ამ სახელმწიფო საწარმოს ღია ტიპის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემდეგ მისი გენერალური დირექტორია; ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტო კომპლექსის ფედერალური მნიშვნელობის საავტომობილო მაგისტრალების, სარკინიგზო და საავტომობილო გვირაბების, მეტროპოლიტენის ხაზების, ხიდების, სატრანსპორტო ესტაკადების, სატრანსპორტო და საბილიკო გადასასვლელების, სამოქალაქო ობიექტების მიწისქვეშა ნაგებობებისა და მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.154


Share: