The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასო მახარაძე

Date of birth:1908
Date of death:1981  (at 73 years)
Category:Singer

Biography

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

სკოლის გუნდში წამყვანი მომღერალი იყო; თექვსმეტი წლისამ ლანჩხუთის საშუალო სკოლაში დამოუკიდებლად შექმნა გუნდი, რომელიც საზეიმო კონცერტებს მართავდა; სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ჩაქვში, ციხისძირის საბჭოთა მეურნეობაში, სადაც ფიცრულ კლუბში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი, რომლის ხელმძღვანელები იგი და მისი უფროსი ძმა, ლევან მახარაძე იყვნენ; 1930 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდით მრავალჯერ მოემსახურა ამ სასწავლებლის პედაგოგებსა და სტუდენტებს; უმაღლესის დამთავრების შემდეგ კარგა ხანს მშენებელ-ინჟინრად მუშაობდა; შემდეგ არტელ "რეკორდში" ჩამოაყალიბა გუნდი(ხელმძღვანელი ალექსანდრე მახარაძე), მასში მღეროდნენე ძმები; ისინი საჭიროების შემთხვევაში გუნდის ხელმძღვანელობასაც ეწეოდნენ, ხოლო ალექსანდრე მახარაძის გარდაცვალების შემდეგ(1933), გუნდის გაძღოლა ორივე ძმას დაეკისრა; საქკოოპინკავშირმა ჩამოაყალიბა ახალი მრავალრიცხოვანი ანსამბლი(ხელმძღვანელი ვასო, ხოლო ლევანი ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი); მალე ანსამბლი დაიშალა, მაგრამ მათ ფარ-ხმალი არ დაყარეს, რამდენიმე მომღერლის დახმარებით მრავალი კონცერტი გამართეს; 1944-1949წწ. ძმები რადიოკომიტეტის გუნდში მღეროდნენ(ხელმძღვანელი ავქსენტი მეგრელიძე); კოოპინკავშირის გუნდი კვლავ აღდგა, ვასო მახარაძე ისევ ხელმძღვანელი იყო, ხოლო მისი ძმა, ლევანი კვლავ ინსტრუმენტულ ჯგუფს განაგებდა; მეექვსე და მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე ანსამბლმა წარმატება მოიპოვა; ვასო მახარაძეს ევალებოდა საგუნდო წრეების მუშაობის შემოწმება და მათთვის მეთოდური დახმარების გაწევა; მან მერვე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ახალციხის და ადიგენის გუნდები გამოიყვანა, წარამტება დიდი იყო; ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე პედაგოგი, სადაც აღზარდა მრავალი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლებმაც დიდათ ისახელეს თავი; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 150

Member of Organizations

  • ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის სამხატვრო საბჭო, წევრი

Awards and Honors

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: