The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გოგოლაძე

გიორგი გოგოლაძე
Date of birth:5 February, 1926  (99 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბჟინევი, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა ქ. თბილისის მეტალურგიული ტექნიკუმი 1951 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო მაგისტრალებისა და საქალაქო გზების მშენებლობის სპეციალობით 1956 წელს.

1944-1947წწ. მუშაობდა მაგნიტოგორსკის მეტალურგიულ კომბინატსა და როსტოვის ოლქის ქ. კრასნოსულინსკის მეტალურგიულ ქარხანაში ხიდური ამწის მემანქანედ; 1956-1961წწ. იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული გზატკეცილების მთავარი სამმართველოს N3 საგზაო სამშენებლო რაიონში სამუშაოთა მწარმოებელი; ამავე სამმართველოს გაგრის N3 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1968-1992წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ საავტომობილო გზების სამინისტროს N32 და N41 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოების მთავარ ინჟინრად, N41 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს უფროსად; 1992-2006წწ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სადისპეტჩერო სამსახურის უფროს ინჟინრად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.156

Awards and Honors

  • საქართველოს საპატიო მეგზევე

Share: