შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თედო წეროძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული სექტორი 1940 წელს. 1936 წელს მიწვეულ იქნა მსახიობად თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში, სადაც ითამაშა წამყვანი როლები: ივანოვი(ძმ. ტურებისა და ლ. შეინინის "პირისპირ"), მიხო(ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი"), ბაგიროვი(ვოდოპიანოვის "ოცნება"), კონდახა(კ. გოგიაშვილის "მეწყერი"); 1938 წელს დაინიშნა ჩოხატაურის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. აქ მისი რეჟისორობით დაიდგა შ. თაქთაქიშვილის "ხალხის რჩეული", ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა", პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", ტ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა"; 1940-1945 წლებში თბილისის მოზარდ-მაყურებელთა ქართული თეატრის რეჟისორია, სადაც დადგა შემდეგი სპექტაკლები: ვ. მსხვილაძის და კ. გოგიაშვილის "ვალია სოკოლოვა", ს. გოგიაშვილის "ფარავნელი ჭაბუკი", გ. ნახუცრიშვილის "პატარა მეომრები", შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" და სხვ., 1947-1950 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამატული წრის სამხატვრო ხელმძღვანელად: დადგა შემდეგი ნაწარმოებები: ბ. ანტონოვის "ჩვენი ახალგაზრდობა", ლ. ანთაძის, შ. დუმბაძის, გ. ჩიქოვანის "უბრალო ადამიანები", ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი", ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა", შექსპირის "აურზაური არაფრის გამო" და სხვ., 1949 წლიდან მუშაობდა რუსთავის კულტურის სახლში, სადაც დადგა ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", ა. ჩეხოვის "კომედიების საღამო". სხვადასხვა წლებში თბილისის თოჯინების თეატრში დადგა ნ. ნაკაშიძისა და კ. მაჭარაძის "ბაკი-ბუკი", ხოლო ქუთაისის თოჯინების თეატრში - ქ. ხაფავას "ურჩი გია". 1952 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. განახორციელა ვ. დარასელის "კიკვიძე", კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"; 1955-1956 წლებში მარჯანიშვილის თეატრში დადგა ვ. გაბესკირიას "ახალ წლის ღამეს" და რ. ებრალიძის "ნანა". წლების განმავლობაში პარალელურად მუშაობდა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სანკულტურის და საგარეჯოს სახალხო თეატრის რეჟისორად. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ. 19-20
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |