Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პოლიევქტ გაჩეჩილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ახლანდელი ბაღდათის რაიონი. გამოქვეყნებული აქვს წერილები ქართული ენის დიალექტოლოგიის, ლექსიკოგრაფია-ლექსიკოლოგიის დარგში. ამასთანავე ნაყოფიერად იკვლევდა ქართული ენის სტრუქტურის საკითხებს და სხვადასხვა ლექსიკური ერთეულის ეტიმოლოგიას. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია: "მებადურთა მისალმების ფორმულა ხანისწყლის ხეობაში" (1946), "იმერული დიალექტის ხანურ-ზეგნური მეტყველება" (1965), "ქართლურის სალექსიკონო მასალა" (1970), "ქართული ლექსიკოგრაფია-ლექსიკოლოგიის ისტორიისათვის" (1959), "ეტიმოლოგიური შენიშვნები (ცივი, ცივცივი, ციცინათელა)" (1974), "უვის ზმნის ეტიმოლოგიისათვის" (1974), "კუედ ფუძის სტრუქტურისათვის" (1979) და სხვ. იგი მონაწილეობდა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" (ტომი 1-8, 1950-1964) მომზადებაში (VII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი). ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1953). ლექსიკოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.568; ქართული ენა : ენციკლოპედია.-თბ., 2008.-გვ.107 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |