The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ციცქიშვილი

Date of birth:3 August, 1931  (92 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის მუშა-ახალგაზრდობის სკოლა 1949 წელს.

1946 წელს მუშაობა დაიწყო გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრში; 1947 წელს მიანიჭეს მსახიობის კატეგორია. გორის თეატრში მან მრავალფეროვან გმირთა მთელი გალერეა შექმნა: ონისე (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), კობა (ს. დადიანის "ნაპერწკლიდან"), გელა (ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), თავადი ციციშვილი (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), ფლორინდო (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), გაბრო (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), მანუჩა (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), იაკობი (გ. ნახუცრიშვილის "წიწამური") და სხვა; 1959 წელს ვერიკო ანჯაფარიძის რეკომენდაციით მიიწვიეს კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, სადაც მან განახორციელა შემდეგი როლები: დაჩი (გ. აბაშიძის "მუმლი მუხასა"), ვანიკო (ა. ზაკისა და ი. კუზნეცოვის "ბაბთიანი გოგონა"), ვენგო (გ. შატბერაშვილის "მკვდრის მზე"), მერკუციო (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), ფირუზა (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), შოთა (ა. ჩხაიძის "მომვალ შეხვედრამდე"), ვალიკო (ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში"), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას "სტუმარ მასპინძელი"), პარხომენკო (ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა"), ჯეირანა (ო. მამფორიას "იეთიმ გურჯი"), ჯაყო (მ. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.35

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: