შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ციცქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა გორის მუშა-ახალგაზრდობის სკოლა 1949 წელს. 1946 წელს მუშაობა დაიწყო გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრში; 1947 წელს მიანიჭეს მსახიობის კატეგორია. გორის თეატრში მან მრავალფეროვან გმირთა მთელი გალერეა შექმნა: ონისე (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), კობა (ს. დადიანის "ნაპერწკლიდან"), გელა (ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), თავადი ციციშვილი (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), ფლორინდო (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), გაბრო (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), მანუჩა (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), იაკობი (გ. ნახუცრიშვილის "წიწამური") და სხვა; 1959 წელს ვერიკო ანჯაფარიძის რეკომენდაციით მიიწვიეს კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, სადაც მან განახორციელა შემდეგი როლები: დაჩი (გ. აბაშიძის "მუმლი მუხასა"), ვანიკო (ა. ზაკისა და ი. კუზნეცოვის "ბაბთიანი გოგონა"), ვენგო (გ. შატბერაშვილის "მკვდრის მზე"), მერკუციო (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), ფირუზა (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), შოთა (ა. ჩხაიძის "მომვალ შეხვედრამდე"), ვალიკო (ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში"), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას "სტუმარ მასპინძელი"), პარხომენკო (ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა"), ჯეირანა (ო. მამფორიას "იეთიმ გურჯი"), ჯაყო (მ. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.35 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |