The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლია ფერაძე

Date of birth:11 August, 1916  (108 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

1933-1935წწ. მუშაობდა ხაშურის, 1935-1937წწ. თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრებში; 1941 წლიდან იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. შეასრულა შემდეგი როლები: სტიოშა, ლარისა (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი" და "უეცარი სიმდიდრე"), აგაფია ტიხონოვნა (ნ. გოგოლის "ქორწინება"), მანანა (ა. წერეთლის "ბაჩი-აჩუკი"), დალი (მ. ჯაფარიძის "ლამპარი"), მაყვალა (ს. მიხალკოვის "საგანგებო დავალება", "ბედნიერებისაკენ"), ძიძა (მოლიერის "სკაპენის ოინები"), პუპი, თამუნია (გ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), კურდღელი და ციყვი (ქ. ქუჩიკაშვილის "ზამთრის ზღაპარი"), ანა (ი. პოპოვის "ოჯახი"), ცელქა (ვაჟა-ფშაველას "სათაგური"), მელია (ე. შვარცის "წითელქუდა") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.37

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: